გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ:
მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, გომბორზე ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამაინი, მათ შორის 1 არასრულწვანიკადრები გომბორიდან, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4, დაშვაებულია 20-მდე ადამიანი