მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 5000-მდე კვლევა ჩატარდა - Palitra News

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 5000-მდე კვლევა ჩატარდა

2020-08-28 13:13:08+04:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლოს ჩატარებული 33 PCR ტესტიდან, ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო.