სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლოს ჩატარებული 33 PCR ტესტიდან, ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო.