2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს პოლიტიკაში ამ ფორმატით მოსვლა თავში გაევლო, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ მეთევზეები, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.ყოფილი მინისტრის თქმით, მან 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. "ქართული ოცნების" მხრიდან ადგილი აქვს უმადურობას. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი?! სააკაშვილის სასთუმალთან, ისევ ისე კომფორტულად მოწყობილი და მონავარდებული, როგორც მანამდე იყო. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს თავში გაევლო პოლიტიკაში მოსვლა ამ ფორმატით, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები. მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შევიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე. ასე რომ, მე მათთან სამადლობელი არაფერი მაქვს. ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მომატყუა პირად საკითხებში, 2-ჯერ გამიყალბა არჩევნები, 2016 წელს, როდესაც დარწმუნდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ გორში, 2 ტყვია მესროლეს და ამ ყველაფრის გამო ერთი ბოდიში არ უთქვამს არავის", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
იხილეთ:
ირაკლი ოქრუაშვილი - "ქართული ოცნება" არათუ ვერ აშენებს, რაც იყო შექმნილი, იმასაც კი შლის "დღეს სააკაშვილი არის საფრთხობელა, რომელიც არის ივანიშვილის მიერ შექმნილი" - ირაკლი ოქრუაშვილი ვის დაუჭერდა მხარს ირაკლი ოქრუაშვილი, სალომე ზურაბშვილი რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი "ივანიშვილის დაპირებების აღარავის სჯერა, მისი სიტყვის ფასი არის კაპიკი" - ირაკლი ოქრუაშვილი