„ქართული ოცნება“ არათუ ვერ აშენებს, რაც იყო შექმნილი, იმასაც კი შლის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის ფორმა ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. ის მმართველ პარტიაში ლიდერებს ორ ნაწილად ჰყოფს.ოქრუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ არის მმართველთა 5-6 კაციანი შემადგენლობა, რომელიც მეტ-ნაკლებად წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო მეორე ნაწილი ოროსნებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც მართვის უნარი არ აქვთ.თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, 2012 წელს მოპოვებული თავისუფლება საბოლოო ჯამში ზეთს, შაქარს და ხუთ კილო კარტოფილს უტოლდება, ვინაიდან სხვა პოზიტიური მაჩვენებლები ქვეყანაში არ არსებობს.„მე მინდა საქართველო იყოს უკეთესი, არა კორუფციაში ჩაფლული, არა ხუთი, ექვსი კაცის მიერ, ივანიშვილის სასახლეში გადაწყვეტილი ბედიღბლით, არამედ სისტემით მართული, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აშენებს. „ქართული ოცნება“ არათუ ვერ აშენებს, რაც იყო შექმნილი იმასაც კი შლის. დღეს მივიღეთ ორი ტიპის მმართველები, „ქართულ ოცნებაში“ ხუთი, ექვსი ადამიანი, რომელიც მეტნაკლებად წყვეტს რაღაც მნიშვნელოვან საკითხებს და რომლებიც არიან მავნებლები, ივანიშვილის თამადობით და ოცნების პარტიული ელიტა, რომლებიც არ არიან მავნებლები, მაგრამ არიან ოროსნები. ამ ადამიანებს არ აქვთ მართვის უნარი, არც ამის გამოცდილება აქვთ და არც სურვილი, რომ რამე შექმნან უკეთესი, რაც იყო. არაფერი პოზიტიური არ ხდება ქვეყანაში, გარდა ერთისა, თავისუფლება ხომ მიიღეთო და იკმარეთ ეს თავისუფლებაო. საბოლოო ჯამში, ეს თავისუფლება, ტოლობის ნიშანია ზეთთან, შაქართან, ხუთ კილო კარტოფილთან“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
იხილეთ:
"დღეს სააკაშვილი არის საფრთხობელა, რომელიც არის ივანიშვილის მიერ შექმნილი" - ირაკლი ოქრუაშვილივის დაუჭერდა მხარს ირაკლი ოქრუაშვილი, სალომე ზურაბშვილი რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი"ივანიშვილის დაპირებების აღარავის სჯერა, მისი სიტყვის ფასი არის კაპიკი" - ირაკლი ოქრუაშვილი