16:59
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მალხაზ მაჩალიკაშვილი - გამოათრიონ ზურაბიშვილის შტაბიდან სოსო გოგაშვილი და დაასახელოს ყველა დამნაშავე, მე მოვითხოვ დახვრეტას
12-11-2018

"ქართული ოცნების" ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია 15:00 საათზე გაიმართება. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ერთად "ოცნების" ოფისთან სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვს. ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნა მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დახვრეტაა და არა სხვა რაიმე სასჯელი.

"დღეს პანკისის ხეობიდან ჩამოდის ხალხი და გავმართავთ აქციას „ქართული ოცნების“ ოფისთან. იმის ნაცვლად, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, მხეცი გოგაშვილი დაესაჯათ, დასვეს საარჩევნო შტაბის უფროსად. აქედან გამომდინარე, დღეს, 15:00 საათზე პირდაპირ „ოცნების“ ოფისთან ვაპირებთ აქციის გამართვას.

ჩემი მოთხოვნა იქნება გამოათრიონ იმ შტაბიდან გოგაშვილი და დაასახელოს ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულის მონაწილე. ყველა უნდა დაისაჯოს. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ:

"ქართული ოცნების" ოფისთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა იგეგმება

AutoPlay
აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
ზვიად კუპრავას გამოკითხვის პროცესი გრძელდება
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობის რამდენიმე წევრი კარანტინში მოათავსეს
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
სოფელ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები