"ქართული ოცნების" ოფისთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ახლოვდება მისი შვილის დაბადების დღე, ელოდება, მხარდამჭერების ჩამოსვლას პანკისის ხეობიდან.
"ქართული ოცნების“ იმ ოფისთან შეკრებას, სადაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მუშაობს" - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა. პარალელურად შვილმკვდარი მამების პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება.