ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მაღაზიიდან მობილური ტელეფონებია წაღებული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობას საგამოძიებო მოქმედებები.