"მაღაზია გატეხეს ქვით და რაც მოასწრეს ის წაიღეს" - ბათუმში iPhone-ის მაღაზია გაქურდეს - Palitra News

"მაღაზია გატეხეს ქვით და რაც მოასწრეს ის წაიღეს" - ბათუმში iPhone-ის მაღაზია გაქურდეს

2018-11-20 12:05:01+04:00

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მაღაზიიდან მობილური ტელეფონებია წაღებული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობას საგამოძიებო მოქმედებები.