"მადლობა თქვით, თქვენც რომ არ დაგხოცათ და ისე არ წავიდაო" - ახალი დეტალები 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე და ახლობლის კომენტარი აღაიანიდან - Palitra News

"მადლობა თქვით, თქვენც რომ არ დაგხოცათ და ისე არ წავიდაო" - ახალი დეტალები 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე და ახლობლის კომენტარი აღაიანიდან

2019-05-22 14:26:32+04:00

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს მოკლული ჩვილის ახლობლები ყვებიან. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში იპოვა. მარიამ დემეტრაშვილის ინფორმაციით, დედამ შვილის მკვლელობის შესახებ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა.

იხილეთ:

"ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და მიიმალა" - სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს დედა, რომელიც არასრულწლოვანია

დააკავეს 16 წლის გოგო, რომელმაც 7 თვის შვილი ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა - შსს-ს ინფომაცია აღაიანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე