22:14
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და მიიმალა" - სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს დედა, რომელიც არასრულწლოვანია
22-05-2019

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. როგორც „ინტეპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. მეზობლების ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, დედამ შვილი გაგუდა.

„მამამ გარდაცვლილი ბავშვი 21 მაისს, დილით, 05:00 საათზე, საბავშვო ეტლში იპოვა, მისი 16 წლის ცოლი კი სახლიდან იყო გაქცეული. როგორც ირკვევა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ისე მიიმალა. ბავშვის დედა პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ, თბილისში იპოვა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა.

თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვის დედა დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ:

დააკავეს 16 წლის გოგო, რომელმაც 7 თვის შვილი ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა - შსს-ს ინფომაცია აღაიანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

AutoPlay
Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიმართა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე ხე დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ქარიშხალ "ტაპას" გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 900-მდე ავიარეისი გადადეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ნებისმიერი ადამიანის დასასრული, არის სნეულება და გარდაცვალება - მეუფე შიო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები