ლუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ბრალდების საქმეზე. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ – პატიმრობა შეუფარდა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ:
ლუბლიანას ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება