დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლესა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული."საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ბრალდებული მის ყოფილ მეუღლეს დახვდა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მის საცხოვრებელ ბინასთან და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესროლა. მან დაჭრა ყოფილი მეუღლე. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელი დაიჭრა."- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ლუბლიანას ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.