ლევან ყიფიანმა "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ყიფიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას", - წერს ლევან ყიფიანი.
შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ მედიაში რამდენიმე დღის წინ გასულ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.
იხილეთ:
ლევან ყიფიანის და ზაზა ოქუაშვილის მორიგი ჩანაწერი გავრცელდა
პროკურატურა ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაინტერესდება