პროკურატურა ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაინტერესდება. ამის შესახებ მთავარი პროკურატურაში განაცხადეს. „რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ზაზა ოქუაშვილმაც, რომელიც ასევე არ იმყოფება დედაქალაქში.“ - განაცხადეს პროკურატურაში. შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებამ მედიაში რამდენიმე დღის წინ გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
იხილეთ: