ლევან იოსელიანი - ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას - Palitra News

ლევან იოსელიანი - ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას

2021-03-11 16:03:49+04:00

ხელისუფლება იმეორებს ჯიუტად იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას და მედიაში შესაძლო შეჭრას,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა "ტვ პირველთან" დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კომენტირებისას განაცხადა.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.