ხელისუფლება იმეორებს ჯიუტად იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას და მედიაში შესაძლო შეჭრას,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა "ტვ პირველთან" დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კომენტირებისას განაცხადა.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.