სასტუმრო "ლეოგრანდის " საქმეზე დაკავებულების ფატი იაუზისა და გიორგი მიქელაძის ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. როგორც ადვოკატმა ბადრი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატის ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე ფატი იაუზი სასტუმროში ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო, ხოლო საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელი პირი. საქართველოს პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
იხილეთ: სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ახლობლების აქცია ბათუმში