kvirispalitra.ge ახალ დეტალებს ავრცელებს: ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულია, დამნაშავე - უკვე დაჭერილი - Palitra News

kvirispalitra.ge ახალ დეტალებს ავრცელებს: ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულია, დამნაშავე - უკვე დაჭერილი

2018-07-09 10:07:14+04:00

ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულია, ხოლო დამნაშავე უკვე დაჭერილი, - ამის შესახებ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ. „6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გრდაცვლილებს თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუსაობს. წყაროს ცნობით დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

იხილეთ:

მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული - მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული - დუშეთის მერი

არსებული ინფორმაციით, ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს