არსებული ინფორმაციით, ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს - Palitra News

არსებული ინფორმაციით, ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

2018-07-09 11:09:52+04:00

არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.

შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს.

იხილეთ:

kvirispalitra.ge ახალ დეტალებს ავრცელებს: ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულია, დამნაშავე - უკვე დაჭერილი

მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული - მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული - დუშეთის მერი