სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიბებს აგრძელებს. ქვემო ქართლის რეგიონში სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით სულ 25 ათასი ჰექტარია დამუშავებული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.
დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 50 ათასამდე ჰა ფართობი.