ქვემო ქართლის რეგიონში კალიების საწინააღმდეგოდ 25 ათასამდე ჰა ფართობია დამუშავებული - Palitra News

ქვემო ქართლის რეგიონში კალიების საწინააღმდეგოდ 25 ათასამდე ჰა ფართობია დამუშავებული

2020-07-24 15:05:19+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიბებს აგრძელებს. ქვემო ქართლის რეგიონში სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით სულ 25 ათასი ჰექტარია დამუშავებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.

დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 50 ათასამდე ჰა ფართობი.