კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 „საბურთალოს კლასტერიდანაა“, 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია - მარინა ეზუგბაია - Palitra News

კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 „საბურთალოს კლასტერიდანაა“, 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია - მარინა ეზუგბაია

2020-06-03 10:54:31+04:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 "საბურთალოს კლასტერიდანაა", 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

სატვირთო ავტომობილის მძღოლები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი პაციენტი მოთავსდა და ჯამში, 57 ინფიცირებული მკურნალობს თუმცა მათგან არცერთს არ აღენიშნება მძიმე პნევმონია და პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.