თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 "საბურთალოს კლასტერიდანაა", 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
სატვირთო ავტომობილის მძღოლები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი პაციენტი მოთავსდა და ჯამში, 57 ინფიცირებული მკურნალობს თუმცა მათგან არცერთს არ აღენიშნება მძიმე პნევმონია და პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.