10:10
23 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კიბერდანაშაული თითქმის 100%-ით გაიზარდა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 5.31%-ია
09-10-2019

2019 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 99.51%-ით ანუ 610 შემთხვევით არის გაზრდილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

კერძოდ, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში კომპიუტერული დანაშაულის ათას 223 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 65 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 5.31%-ია. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში კი რეგისტრირებული იყო 613 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 72 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 11.75% იყო.

ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელებას, კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას და ა.შ.

AutoPlay
"ნიკორამ" თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მლნ ლარის ოდენობის ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განათავსა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით აირჩიეს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით დაგეგმილი რეგულაციები გადასახედია - ექსპერტები
21-10-2019
"ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, ბიზნესის ჩართულობით იქნება მიღებული" - გიორგი გახარია
21-10-2019
უდიდესი მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - ტაბახმელაში York Town-ის მშენებლობა იგეგმება
21-10-2019
დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება
21-10-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები