2019 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 99.51%-ით ანუ 610 შემთხვევით არის გაზრდილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.კერძოდ, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში კომპიუტერული დანაშაულის ათას 223 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 65 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 5.31%-ია. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში კი რეგისტრირებული იყო 613 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 72 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 11.75% იყო.ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელებას, კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას და ა.შ.