ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ - Palitra News

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ

2018-07-18 13:18:36+04:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმის, თქმით მას დანა და დაჭრა არ დაუნახავს. ავტომობილის მძღოლი ნიკოლოზ იორდანაშვილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა. მან კომისიის წევრებს მოუყვა დეტალები, თუ როგორ მივიდა ხორავას ქუჩაზე და როგორ დაინახა მოზარდები ეზოში, თუმცა ამბობს, რომ დანა და დაჭრილი პირები არ დაუნახავს. ამასთან აღნიშნავს, რომ მოზარდების სიმრავლიდან გამომდინარე, ყველას ვერ გააშველებდა.იხილეთ:

"ბიჭობაში კარგად მივიღე ცხვირ-პირში, დღემდე მიტკაცუნებს ყბა და ამის მერე ვცდილობ არ ჩავერიო" - ხორავას ქუჩის საქმის მოწმის განმარტება