ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო, - ასე განმარტა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა ის ფაქტი, რომ მან მოზარდების გაშველება არ სცადა. ნიკოლოზ იორდანაშვილი შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.კომისიის წევრები დაინტერესდნენ ნიკოლოზ იორდანაშვილისგან მოახდინა თუ არა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ავტომობილის ხმოვანი სიგნალის საშუალებით მაინც მოზარდების დაწყნარება. ნიკოლოზ იორდანაშვილმა აღნიშნა რომ მას „სიგნალი“ გაფუჭებული აქვს. ამასთან, მან ის დეტალები მოყვა თუ როგორ დატოვა ავტომობილით ეზოს ტერიტორია.
იხილეთ: