ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან აქცია იმართება. გარემოვაჭრეები, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მათი დახლების დემონტაჟს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სავაჭროდ გამზადებული საქონელი უფუჭდებათ და დიდ ფინანსურ ზარალს ღებულობენ. ისინი იმავე ტერიტორიის ახლოს, დროებით ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ, რაზეც მერია უარს აცხადებს და განმარტავს, რომ გარევაჭრობა აკრძალულია და ისინი ბაზარში უნდა შევიდნენ. ამასთან მერიაში აღნიშნავენ, რომ დახლების დემონტაჟის შესახებ მოვაჭრეები ჯერ კიდევ აპრილში გააფრთხილეს.
იხილეთ: ხმაური და დაპირისპირება - რა ხდებოდა ღამით ზუგდიდში, სადაც გარემოვაჭრეების დახლები აიღეს