ზუგდიდში გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დახლების აღების მოვაჭრეები დღესაც აპროტესტებენ. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გარემოვაჭრეები ტერიტორიის დაცლის შესახებ, ჯერ კიდევ აპრილში გააფრთხილეს. მისივე ინფორმაციით, სავაჭრო საქონელი და დახლები ცაიშის ნაგავსაყრელზე გადაყარეს, სადაც შესვლის უფლებას არ აძლევენ. გარემოვაჭრეები აქციის გაგრძელებას ზუგდიდის მერიასთან აპირებენ.