ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია ბანერით მივიდა წარწერით „გახარია წადი“. დეპუტატის ამ ქმედებას საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ცხვიტარიას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ცხვიტარია რამდენიმე სხდომაა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს.