ხმაური და შელაპარაკება ფოთის საკრებულოში მას შემდეგ, რაც დეპუტატი სხდომაზე პლაკატით "გახარია წადი" მივიდა - "თქვენ ნორმალური ხართ?!" - Palitra News

ხმაური და შელაპარაკება ფოთის საკრებულოში მას შემდეგ, რაც დეპუტატი სხდომაზე პლაკატით "გახარია წადი" მივიდა - "თქვენ ნორმალური ხართ?!"

2019-08-06 13:20:55+04:00

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია ბანერით მივიდა წარწერით „გახარია წადი“. დეპუტატის ამ ქმედებას საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ცხვიტარიას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ცხვიტარია რამდენიმე სხდომაა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს.