ხმაური, შეხლა-შემოხლა და დაკავებები თბილისის მერიასთან - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელია შენობაში შესვლას და დავით ნარმანიასთან შეხვედრას მოითხოვდა, რისი უფლებაც მას დაცვის სამსახურმა არ მისცა. ნიკა მელიას მხარდამჭერებმა და აქციის მონაწილეებმა შენობაში შეღწევა ძალის გამოყენებით სცადეს რასაც მერიის უსაფრთხოების სამსახური შეეწინააღმდეგა. აქცია დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 13 პირი აიყვანა.
იხილეთ: ჩხუბი თბილისის მერიასთან - ნიკა მელიას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს