"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თბილისის მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, საზოგადოება კითხვებზე პასუხს ითხოვს, თუ რატომ გადაეცა "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველ მოსამართლეს თბილისელების ქონება. თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია საყვირების ფონზე მიმდინარეობს.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქალაქის ბიუჯეტიდან "რუსთავი 2"-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას აპროტესტებენ.