26 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში ცოტა უკვე გადაასვენეს. მეზობლების თქმით, მოკლული მამაკაცი და ბრალდებული ნათესავები არიან. მათივე ინფრომაციით რომ მოკლული მამაკაცი დის ქმარმა საქმის გარკვევის მიზნით, საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანა და დაპირისპირება მუხიანში ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოში მოხდა. დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს, მათვე გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა 26 წლის ახალგაზრდას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.