სამართალდამცველებმა მუხიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ: