თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილის განცხადებით, მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა. ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგაც კალაძეს არ მიუთითებია ვინ იყო „პოტენციური ინვესტორი“, რომელსაც იგი მილანში ჩასვლისას შეხვდა. დოკუმენტაციებთან ერთად ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან ერთად გადაღებული ფოტოც წარმოადგინა.
იხილეთ: