კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს ხუმრობით პასუხობს: "ავიღე თანხები, მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა" - Palitra News

კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს ხუმრობით პასუხობს: "ავიღე თანხები, მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა"

2018-03-27 15:13:59+04:00

"ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, იქ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, მერე თმები შევიჭერი" - კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას მსგავსი ხუმრობით უპასუხა. კალაძემ ხაბეიშვილის განცხადებას სასაცილო უწოდა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მანანა თოქმაჯიშვილმა განმარტება გააკეთა მერის ვიზიტის შესახებ. თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, კალაძემ რამდენიმე ქვეყანაში პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა.

იხილეთ: ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან გადაღებული ფოტო წარადგინა: "20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას აგრძელებს, ბიუჯეტის ხარჯზე მილანში გადაფრინდა"