კარლ ჰარცელი ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარზე - ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი - Palitra News

კარლ ჰარცელი ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარზე - ამ პროცესზე საუბრისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, რადგან ეს არის არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ დელიკატური პროცესი

2022-05-09 15:48:29+04:00

ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავს. წლევანდელ ღონისძიება, რომელიც კინოთეატრ ამირანში მიმდინარეობს, რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის „მე და ევროპა“ ირგვლივ მომზადდა. ფილმი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება. ღონისძიებას ესწრება თავად ევროკავშირის ელჩი, რომელმაც მედიასთან კომენტარი უკვე გააკეთა.