ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავს. წლევანდელ ღონისძიება, რომელიც კინოთეატრ ამირანში მიმდინარეობს, რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის „მე და ევროპა“ ირგვლივ მომზადდა. ფილმი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება. ღონისძიებას ესწრება თავად ევროკავშირის ელჩი, რომელმაც მედიასთან კომენტარი უკვე გააკეთა.