02:07
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქალები ბრიტანული კომპანიების დირექტორთა საბჭოებში გენდერულ პარიტეტს 2029 წელს მიაღწევენ
21-07-2021

დიდი ბრიტანეთის 200 წამყვანი ფინანსური კომპანიის დირექტორთა საბჭოებში ქალების წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში, თითქმის, მესამედით გაიზარდა.

სააგენტო Reuters ანალიტიკურ ცენტრ New Financial-ის ანგარიში მოყავს, რომელიც „ქალები ფინანსურ მმართველობაში“ ქარტიის გავლენის შედეგებს ეხება.

ქარტია ბრიტანეთის მთავრობამ, ფინანსურ სექტორში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად, 2016 წლის მარტში გამოაცხადა.

მისი მიღებიდან დღემდე დირექტორთა საბჭოებში ქალების რაოდენობა 23%-დან 32%-მდე გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა ქალთა წარმომადგენლობა აღმასრულებელ კომიტეტებშიც 14%-დან 22%-მდე.

არსებული ტემპის შემთხვევაში, ქალები დირექტორთა საბჭოებში პარიტეტს 2029 წლისთვის, აღმასრულებელ კომიტეტებში კი 2033 წლისთვის მიაღწევენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები