დიდი ბრიტანეთის 200 წამყვანი ფინანსური კომპანიის დირექტორთა საბჭოებში ქალების წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში, თითქმის, მესამედით გაიზარდა.
სააგენტო Reuters ანალიტიკურ ცენტრ New Financial-ის ანგარიში მოყავს, რომელიც „ქალები ფინანსურ მმართველობაში“ ქარტიის გავლენის შედეგებს ეხება.
ქარტია ბრიტანეთის მთავრობამ, ფინანსურ სექტორში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად, 2016 წლის მარტში გამოაცხადა. მისი მიღებიდან დღემდე დირექტორთა საბჭოებში ქალების რაოდენობა 23%-დან 32%-მდე გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა ქალთა წარმომადგენლობა აღმასრულებელ კომიტეტებშიც 14%-დან 22%-მდე.
არსებული ტემპის შემთხვევაში, ქალები დირექტორთა საბჭოებში პარიტეტს 2029 წლისთვის, აღმასრულებელ კომიტეტებში კი 2033 წლისთვის მიაღწევენ.