კადრები მეტროსადგურ "ვარკეთილიდან", სადაც ჭერი ჩამოინგრა - დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ - Palitra News

კადრები მეტროსადგურ "ვარკეთილიდან", სადაც ჭერი ჩამოინგრა - დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ

2018-01-30 11:05:30+04:00

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. როგორც "პალიტრანიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა.„ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს ისინი ამ წუთებში გამოჰყავთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში მიჰყავთ“, - განუცხადა "პალიტრანიუსს" თვითმხილველმა.მეტროსადგური „ვარკეთილი“ გადაკეთილია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.

იხილეთ:

"დავინახე მთლიანი ჭერი ჩემკენ მოდის და ხალხიც შიგნით ყვება" - თვითმხილველი იხსენებს, რა ხდებოდა მეტროში ინციდენტის დროს

კადრები მეტროსადგურ "ვარკეთილიდან", სადაც ჭერი ჩამოინგრა - დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ

LIVE: რა ხდება მეტროსადგურ "ვარკეთილთან", სადაც ჭერის ჩამონგრევის შედეგად მგზავრები დაშავდნენ