კადრები მახათას მთიდან, სადაც ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

კადრები მახათას მთიდან, სადაც ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2020-03-06 10:19:15+04:00

თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.