თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.