დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. როგორც პალიტრანიუსის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.