დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. როგორც "პალიტრანიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეტა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია 240-ე მუხლით რაც სამშენებლო სამუსაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
იხილეთ: კადრები დიდი დიღმიდან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა