ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსი“ იწვის. როგორც "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასტუმროს სახურავს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, 100 კვადრატული მეტრია დამწვარი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯერჯერობით ცეცხლი ლოკალიზებული არ არის. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მათივე ცნობით, არავინ დაშავებულა.