კადრები ბაკურიანიდან, სადაც ამ წუთებში სასტუმრო იწვის - Palitra News

კადრები ბაკურიანიდან, სადაც ამ წუთებში სასტუმრო იწვის

2019-03-31 13:07:19+04:00

ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსი“ იწვის. როგორც "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასტუმროს სახურავს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, 100 კვადრატული მეტრია დამწვარი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯერჯერობით ცეცხლი ლოკალიზებული არ არის. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მათივე ცნობით, არავინ დაშავებულა.