03:26
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი გოგონების დაკავების კადრები უკომენტაროდ
26-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დაკაავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს–დან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი, 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს, ნ.თ.-ს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ:

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი გოგონების დაკავების კადრები უკომენტაროდ

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები